|
2020-11-05 20:05:28, 706 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - გამოძიებას წარვუდგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს ამზადებდნენ ქვეყანაში
„გამოძიებას წარვუდგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს ამზადებდნენ ქვეყანაში“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას ინფორმაციის წყაროებიც დაუსახელა. “დამიკავშირდნენ სუს-იდან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდება ე.წ რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაც-მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე - ინფორმაციის შინაარსი. მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა უკავშირდებოდა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, სადაც კობახიძე დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ აცხადებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)