|
2020-11-05 15:51:49, 610 ნახვა
ეკონომიკა
#1 ქომაგი - „ვითიბი ბანკის“ მხარდამჭერი კამპანია
ვითიბი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, 12 ნოემბრის ისტორიული მატჩის წინ, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, კამპანიას ფეხბურთის #1 ქომაგი იწყებს. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, დინამო არენაზე, შედგება ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელში გამარჯვებულიც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მატჩის წინ, ბიჭებს ჩვენგან ძალიან სჭირდება იმ ერთიანობის შექმნა, რომელსაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კი არა, მთების შეძვრაც შეუძლია. ჩვენი ნაკრების განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. თუმცა, ყველაფერი გადავლახეთ და მივხვდით, რომ თანადგომა და ქომაგობა ერთადერთი პირდაპირი გზაა გამარჯვებისკენ. 2017-2018 წლებში ჩვენ ერთად შევძელით 12-დან 9 მატჩი ტრიუმფით დაგვესრულებინა. ამას კი სხვა მრავალი წარმატება მოჰყვა, მათ შორის, ერთა ლიგის ჯგუფში ყველაზე მეტი მატჩის მოგება. 12 ნოემბრის მატჩის მოგება, ქართული ფეხბურთისთვის, ყველაზე დიდი წარმატების მომტანი გახდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის გაერთიანება და გულშემატკივრის #1 ქომაგად ქცევა მთელი გოლით. დღეიდან, ყველა ქომაგს შეუძლია ფეისბუქ პროფილის ფოტოზე დააყენოთ ქომაგის ჩარჩო, გამოიყენოთ ინსტაგრამ ფილტრები, მონაწილეობა მიიღოთ Tik Tok გამოწვევაში . საუკეთესო ვიდეოების ავტორები დასაჩუქრდებიან საქომაგო ატრიბუტიკით. კაპმანიის მიმდინარეობისას სიახლეების შესახებ ინფორმაცია, დაიდება ვითიბი ბანკის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში. სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიულ მატჩამდე. ფეხბურთში მთავარი ემოცია, ქომაგების და ფეხბურთელების გულისცემის დამთხვევაა. სწორედ ეს ახდენს სასწაულებს მოედანზე. წლებია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგია და ვცდილობთ, ფეხბურთელებს მივცეთ ის მოტივაცია, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. ამ გადამწყვეტი მატჩის წინ, გვსურს, რომ მთელი საზოგადოება ჩაერთოს ჩვენი ფეხბურთელების მხარადასაჭერ კამპანიაში და ყველა გახდეს მათი #1ქომაგი! - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა. ეს ბურთი და მოედანი ჩვენია.....
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)