|
2020-11-05 12:21:18, 500 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე ხელისუფლებაზე - თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით საპროტესტო მუხტს გააჩერებენ, ძალიან ცდებიან
თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც გაყალბებული არჩევნების გამო გაჩნდა ქვეყანაში, ძალიან ცდებიან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საკითხს. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ აქტივისტების დაკავებაზე ყველაზე კარგი პასუხი 8 ნოემბრის აქცია იქნება. „ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ და პრაქტიკულად, არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება. მათ თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ამაზე ყველაზე კარგი პასუხი იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს. რამდენი ადამიანიც გამოვა კარგად დაინახევენ და იქნება ის პროტესტი, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ დასრულდება წარმატებით. ამ შემთხვევაში, წარმატება არის განმეორება ამ არჩევნების ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)