|
2020-11-05 11:32:00, 631 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციებზე - ეს რადიკალიზაცია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ეს რადიკალიზაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ასხამს წყალს მტრის წისქვილზე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები მეორე ტურისთვის ემზადებიან და მათი მსვლელობები საარჩევნო კამპანიის ნაწილია. „ეს დღეები პირდაპირი ეთერით ვადევნებთ თვალს, რომ აწყობენ მსვლელობებს, ხვდებიან გლდანში მოქალაქეებს, ეს კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ამას არც წყარო ჭირდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს ადამიანები, ეს ჯგუფები ჩართულები არიან მეორე ტურის სამზადისში. ამას აღიარებენ თუ არ აღიარებენ ფაქტი ჯიუტია. ეს ოპოზიციური ჯგუფები, განსაკუთრებთ კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს არ აღიარებს. უგულებელყოფს ჩვენ ამომრჩეველსა და დასავლელ პარტნიორებს. ისმის შეკითხვა - ვის აწყობს ეს სცენარი? ნაცვლად იმისა, რომ ყველამ ერთიანად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე, ეს რადიკალიზაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ასხამს წყალს მტრის წისქვილზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)