10:11 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 14:57:19, 1007 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველ სამხედროებს ცეცხლი პირდაპირ გაუხსნეს

გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში დაღუპული სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით მოხდა.

„ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და დავკარგეთ ახალგაზრდა კაი ყმა. ღვთის წყალობითა და ექიმების დამსახურებით, დაჭრილი კარგად არის. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად დღეს გერმანიაში გადაიყვანენ და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე დაგვიბრუნდება. მინდა, მთელი სულითა და გულით მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად გადმოვასვენოთ ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში. კარგი ყმაწვილი იყო, ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად წავიდა,“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

            შეგახსენებთ, რომ ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად იყო წასული და პატრულირებისას დაიღუპა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics