|
2020-11-04 10:59:09, 595 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ უსიმპტომოდ გადაიტანა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ, უსიმპტომოდ გადაიტანა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მთავარია მოქალაქეების კონსოლიდაცია, მათ არაფრის უნდა შეეშინდეთ. „საქართველოს საზოგადოებამ გამოიღვიძა. საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი სიამაყისა და კონსოლიდაციის განცდა. ძალიან ვამაყობ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა. თითოეული ეს ადამიანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლიერებას და პატივისცემას. ახლა მთავარია საზოგადოების ფართო კონსოლიდაცია. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, დაავადებებია, რაღაცებია, მაგრამ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ამას ბევრი ადამიანი ამბობს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიყავი ინფიცირებული და თითქმის არც გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულებზე. არ უნდა გვეშინოდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა ვატაროთ, ხელები უნდა დავიბანოთ. ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. მაგრამ ქვეყნის დაკარგვა კი მართლა მომაკვდინებელია და თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)