|
2020-11-03 14:21:13, 652 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა მელიას გირაოზე - ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და ცდილობს, რაიმე მეთოდით დაადუმოს ოპოზიცია
ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და ცდილობს, რაიმე მეთოდით დაადუმოს ოპოზიცია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესების მოთხოვნას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უკვე თავად შეეშინდა და შეცვალა პირველი ჩვენება მელიასთან დაკავშირებით. „როგორც ჩანს, უკვე თვითონ შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს და რამდენიმე წუთში შეცვალა პირველი ჩვენება, როდესაც თითქოს პატიმრობის მოთხოვნით შევიდა პროკურატურა. ეს არის ივანიშვილის აგონიური კომულსიები მაშინ, როდესაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ის არის დარჩენილი სრულიად მარტო, გაკოტრებულია პოლიტიკურად და აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა და ახლა ცდილობს რაიმე მეთოდით მაინც შეაშინოს და დაადუმოს ოპოზიცია, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩვენში ბრძოლის ჟინს. ვპირდებით, რომ იგივე სიმტკიცით, იგივე პოლიტიკური და მორალური სიცხადით, ერთობით, რომელიც გამოვამჟღავნეთ დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე. აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციის პირობებში“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)