|
2020-11-03 13:15:50, 562 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - გამორიცხულია შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა
სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ელექტრონული სამაჯური რომელის ტარებაც მას მართლმსაჯულებამ დააკისრა უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს. "საარჩევნო უბნები იხსნება და მერე არბევენ კრიმინალური დაჯგუფებები არბევენ უბნებს შეიარაღებულები და არავინ აღარ ისჯება ამის გამო და არჩევნები არ ტარდება. ის, რომ გედავება ივანიშვილი სამაჯური მაჯაზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული მისი გადმოსახედიდან, მინდა დავამშვიდო, რომ ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა. სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები," - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)