|
2020-11-02 14:58:45, 1377 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ CSR –ის ახალი ვებგვერდი და 100 გამორჩეული პასუხისმგებლობის პროექტი წარადგინა
„საქართველოს ბანკი“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საზოგადოებისთვის ანგარიშის მიწოდებისა და გამჭვირვალობის მიზნით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ადგილს გაუწიოს მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებაში, ბანკმა ახალი ვებგვერდი წარადგინა, სადაც 100 გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია თავმოყრილი. ინტერაქციული ვებგვერდი გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ის ერთ სივრცეში აერთიანებს 100 განსხვავებულ პროექტს უნიკალური მიმართულებებით, როგორიცაა: განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, შშმ პირების მხარდაჭერა, სოციალური მეწარმეობის, როგორც ერთერთი ბიზნეს მოდელის, პოპულარიზაცია და განვითარება, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება, დასაქმება და სხვა. იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრა სამაგალითო იყოს, მეტმა ადამიანმა შეძლოს განათლების მიღება სწორედ იქ, სადაც მას უნდა, იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდეს და განვითარების მოტივაცია არასდროს ჩაქრეს, საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს CSR მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას. “მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ვებგვერდი სადაც 100 უნიკალურ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს მოვუყარეთ თავი. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა, განათლების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა ასევე, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის განვითარება - ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომლის მხარდაჭერასაც ბანკი წლებია ახორციელებს. ამის პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და წარმატების. მთავარია დავიჯეროთ რომ განვითარების გზა სულ არის და არ გავჩერდეთ ”, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს მითითებულ ბმულზე: https://csr.ge/
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)