|
2020-10-31 16:21:40, 1421 ნახვა
კობახიძე - 15:00 საათისთვის „ქართულ ოცნებას" სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 15:00 საათისთვის „ქართულ ოცნებას" სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. "არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე. ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა - შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და ჩვენს კანდიდატებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ხმა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის იმიტო, რომ ზოგ შემთხვევაში სწორედ მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)