|
2020-10-31 13:07:03, 1446 ნახვა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ გარდაუვალი მარცხის შიშის გამო თავის ზონდერ ჯგუფებს ააქტიურებს
„ქართული ოცნება“ გარდაუვალ მარცხის შიშის გამო თავის ზონდერ ჯგუფებს ააქტიურებს“,- ამის შესახებ „ენმ-ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას მივიდეს არჩევნებზე, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია ქვეყნისთვის. „მოგესალმებით თანამოქალაქეებო, მეგობრებო, მოგიწოდებთ ყველას მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ წყვეტთ დღეს საქართველოს ბედს. ასე რომ ყველა არჩევნებზე. დღეს თითოეული ხმა გადამწყვეტია, ქართული ოცნება გრძნობს რა გარდაუვალ მარცხს ააქტიურებს თავის ზონდერ ჯგუფებს საარჩევნო უბნებზე, ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ პოლიციის მხრიდან ამაზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ისნის საარჩევნო უბანს სადაც ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა, ვიდეოში ასახულია როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ ზონდერ ჯგუფები ოპოზიციის მხარდამჭერებს. ასევე გლდანშიც მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც მუნიციპალიტეტის თავჯდომარე თავს დაესხა დამკვირვებელს. ჩვენ პარალელურად განვაგრძობთ იმ ზონდერების დასახელებას, რომლებიც აქტიურად ჩართულნი არიან არჩევნების გაყალბების მცდელობაში. ერთ-ერთია, რატი გეგეშიძე, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს აქტივისტებს. ეს ფაქტები ნათლად ადასტურებს თუ რა ვითარებაში იმყოფებიან დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ უკვე აღარ გააჩნიათ იმის რესურსი რომ ამომრჩევლები მიიყვანონ უბნებზე, თავიანთი მხარდამჭერებიც აღარ ემორჩილებიან, მე მინდა ყველა საჯარო მოხელეს და კომისიის წევრს შევახსენო, რომ ნებისმიერი გაყალბების მცდელობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და საქართველოს კანონმდებლობით ისჯება. აქვე ყველას მოგიწოდებთ, რომ მიდით არჩევნეზე და საღამოს 8 საათზე, რუსთაველზე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა უდუმაშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)