|
2020-10-31 09:04:15, 1451 ნახვა
ცესკო - ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათისთვის მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით დილის 8 საათისთვის მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის უზრუნველყოფა გადასატანი ყუთების მეშვეობით. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათისთვის მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, მათ 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უკვე დაიწყეს ამომრჩევლების მომსახურება. დღეს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრი წყაროს და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერობის რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარცევნო უბანზე. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნები, შესაბამისად, ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ 2 ბიულეტინი. იქ სადაც, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური ან მერების რიგგარეშე არჩევნები ამომრჩევლები მიიღებენ 3 ბიულეტინს, ხოლო აჭარაში მიიღებენ 3 ბიულეტინს. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 46 981, ხუთი საარჩევნო ადმინისტრაციის, ოცი საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 მედიაწარმომადგენელი", - განაცხადა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)