|
2020-10-28 14:41:33, 897 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია. სამუშაოებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამდროვე უახლესი სტანდარტებით შენდება და 2021 წელს დასრულდება. მოქმედი საჯარო სკოლის შენობა მოძველებული და სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მოსწავლეს ქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვანი განათლება თანამედროვე კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა. #სასკოლოინფრასტრუქტურა2020 #აგაიგერაკეთდებაშენსსოფელში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)