|
2020-10-28 12:16:16, 503 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ყველა კლინიკა მიიღებს, მიღებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ყველა კლინიკა მიიღებს, მიღებული არ არის. მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრები სხვა კლინიკებისგან გამიჯნულია. „გადაწყვეტილება, მე როგორც ვიცი, არ არის. საკოორდინაციო საბჭოზე რამდენჯერმე იყო ამაზე მსჯელობა. ჯერ კლინიკები კვლავ იყოფიან და არ ვიცი ცვლის თუ არა მიდგომას სამინისტრო, რადგან ახლა არიან გამოყოფილი კლინიკები, სადაც მხოლოდ კოვიდით ინფიცირებულები თავსდებიან. თუმცა, დღევანდელი გავრცელების პირობებში შესაძლოა, კოვიდიანი პაციენტი მოხვდეს სხვა კლინიკაში, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ე.წ. ობსერვაციული განყოფილება, ეს მათი სალიცენზიო პირობაა და თუ ამ კლინიკაში დადგინდება ვირუსი, მისი სწრაფი იზოლირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი სხვაგან გადაყვანა, ან თუ მათ აქვთ იზოლირების საშუალება, იქ გაგრძელდეს მკურნალობა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება მზადდება თუ მომზადებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)