|
2020-10-27 17:22:26, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - საეკლესიო მოღვაწეებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რამდენიმე ტაძარში ინფიცირების შემთხვევები გვქონდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საეკლესიო მოღვაწეებს კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში დაფიქსირდა. „როდესაც საკითხი ეხება ჩვენს დედა ეკლესიას, ეს საკმაოდ რთული და სენსიტიური საკითხია. ეს არის საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია. ახლა, როდესაც ჩვენ ვართ ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში, რა თქმა უნდა რეკომენდაციები იგივე რჩება. ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვიაროთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს როგორც ეკლესიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე მრევლის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)