|
2020-10-27 12:21:21, 561 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - ესებუასთან დაკავშირებული საგა არის სერიოზული მანიშნებელი, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები
დამნაშავის ვერ დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი ჩამოშლილია მთლიანი სისტემა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ზუგდიდში, ბანკის თავდასხმაზე დამნაშავის ვერ დაკავებას. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს. „ესებუასთან დაკავშირებული საგა და დევნა ადამიანის, რომელმაც გაიტაცა ბანკი, გაიტანა ფული, აიყვანა ტყვეები და ამ დღეების განმავლობაში მისი ვერ დაკავება არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ვერ ართმევს თავის მოვალეობებს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც პოლიტიკური ხელმძღვანელობა. შეფასება, რომელიც გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით არის ამის კარგი მეტყველი, ასევე ისიც, რომ ინფორმაცია ჟონავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, ასევე ის, რომ პრაქტიკულად მათ უწევთ მედიაზე თავდასხმა და ოპოზიციურად განწყობილ ტყვეებზე თავდასხმა, კარგად მეტყველებს იმაზე, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგადად, მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)