|
2020-10-26 15:29:09, 598 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი კობახიძის განცხადებაზე - პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია სპეციალური პროგრამის გამოყენებით ყალბ ვიდეომასალას ამზადებენ. სამადაშვილის აღნიშნავს, რომ პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას, რადგან იციან, რომ არჩევნები "ქართული ოცნებისთვის" სრული კრახით დასრულდება. "რაღაცა ტექნოლოგიების გამოყენება იმისთვის, რომ ხალხის გამოსახულება გააყალბონ, სხვა რაღაცა პარანოიდული შიშები, მოლანდებები ჩემი პროფესიონალური ცოდნის სფეროს არ განეკუთვნება. როგორ ჩანს, პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლებს, რომ არჩევნები შედეგები იქნება სრული კრახი "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის და მე შემიძლია მათ მეგობრული რჩევა მივცე, რომ დაიწყონ შეგუება ამ გარდაუვალ მარცხთან", - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)