|
2020-10-26 11:41:29, 1307 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ბოლო 24 საათში დადასტურებული კოვიდ შემთხვევებიდან, ჰოსპიტალიზაციას 30%-ზე მეტი დაექვემდებარა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კოვიდ შემთხვევებიდან, ჰოსპიტალიზაციას 30%-ზე მეტი დაექვემდებარა. მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 15-დან 20%-მდე შეადგენს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი, ცხელების ცენტრიდან კოვიდკლინიკაში დადასტურებული კოვიდით გადავიყვანეთ 34 ადამიანი, კლინიკიდან კარანტინში დავაბრუნეთ 77 ადამიანი, ვინაიდან მათ არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით გადავიყვანეთ 65 ადამიანი. საერთო ჯამში კი 30%-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარა ჰოსპიტალიზაციას იმ ინფიცირებულებიდან, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ კოვიდ კარანტინი. საერთაშორისო სტანდარტით ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 15-დან 20%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კომპონენტშიც თავისი მოქალაქეების მიმართ იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს მიეწოდება ის საჭირო სამედიცინო დახმარება, რომელიც კოვიდის ფარგლებში მათთვის არის განსაზღვრული ყველა სახის პროტოკოლით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)