|
2020-10-25 11:52:37, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულებიდან 429 პაციენტის მდგომარეობა მძიემა
საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულებიდან 429 პაციენტის მდგომარეობა მძიემა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, 106 პაციენტი ხელუვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. „ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 8 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)