11:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 15:32:33, 593 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე ზუგდიდის ინციდენტზე - ასეთი ფაქტები ახალისებს მსგავს დანაშაულებს, ვისაც ეს არ ესმის, შს მინისტრის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს

ასეთი ფაქტები ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მინისტრის განცხადება, რომ  ოპერაცია იყო წარმატებული, არის წარმოუდგენელი განცხადება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, ზუგდიდის მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას.

მისი თქმით, დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა.

„გუშინ შს მინისტრმა წარმოუდგენელი რამ თქვა - ყაჩაღის მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილა თურმე წარმატებული ოპერაცია.

და 10 მილიონი იქნება თუ 100 მილიონი, მივცემთ ყველას, არ არის პრობლემაო...

დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა.

ამგვარი ფაქტის დაშვება აგდებს საფრთხის ქვეშ ყველა მოქალაქეს, რადგან ახალისებს მსგავს დანაშაულს!

ასეთი ელემენტარული რამ ვისაც არ ესმის, როგორ შეიძლება შს მინისტრის თანამდებობას იკავებდეს?

ქვეყანა არის ასეთი მავნებელი იდიოტების მართვის ქვეშ.

იმედია, ცოტა ხანი დარჩა ამ კატასტროფის და მარაზმის დასრულებამდე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics