|
2020-10-23 10:43:12, 550 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ობიექტზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი და ნამახვანის პროექტის ხელმძღვანელი ბარან ოზგენი იმყოფებოდნენ. მინისტრმა დაათვალიერა ყველა ლოკაცია, სადაც ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ნათია თურნავა გაესაუბრა პერსონალს, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები და ადგილობრივი მოსახლეები არიან. პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული. პროექტის ხელმძღვანელმა მინისტრს და გუბერნატორს გააცნო სოციალური პროექტები, რომელთაც ინვესტორი კომპანია „ენკა" მშენებლობის ზონის დასახლებებში ახორციელებს ან გეგმავს. პროექტებში ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობაზეა გაკეთებული. მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის არეალში მყოფ სამ სკოლას გადაეცა კომპიუტერები, შედგა სკოლების საჭიროებების შეფასება და ამჟამად უკვე დაწყებულია ორი სკოლის ტერიტორიაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, საპროექტო კომპანიის სოციალური გუნდის დახმარებით, 50-მდე მცირე მეწარმემ შეიტანა საგრანტო განაცხადი ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა UN FAO, GRETA, „აწარმოე საქართველოში". გრანტიორ მეწარმეებს კომპანია ENKA მიკროგრანტებს გადასცემს. ასევე იგეგმება აქტივობები ქალთა გაძლიერების მიმართულებით. მათ შორის, ქალი-მეწარმეების მხარდაჭერა. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)