|
2020-10-23 08:12:57, 615 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა
"აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ვითარდება და ფერმერების რისკებს მნიშვნელოვანწილად ამცირებს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი ყოველწლიურადაა. „მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი" - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, „აგროდაზღვევის" პროგრამის დაწყებიდან - 2014 წლიდან დღემდე გაცემულია 114,000 პოლისზე მეტი. დაზღვეული ფართობი 100,000 ჰექტარს აჭარბებს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)