|
2020-10-19 23:40:22, 3942 ნახვა
ირმა ინაშვილი - „ქართული ოცნება“ კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!
პარლამენტის ვიცე-სპიკერის და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ვირუსი, რა თქმა უნდა, სახიფათოა, თუმცა, აუცილებელია ზომიერების დაცვა. ვიცე-სპიკერმა გაეროს მიერ გავრცელებული საგანგებო გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელშიც ეწერა, რომ სახელმწიფოთა მთავრობებს კოვიდ ეპიდემიის თემა არავითარ შემთხვევაში არ გამოეყენებინათ ძალაუფლების განსამტკიცებლად და არჩევნების გაყალბებისთვის. ირმა ინაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" ვირუსის თემას ოსტატურად იყენებს, თავის ნაცვლად კი, ექიმებს ალაპარაკებს. "რა თქმა უნდა, ვირუსი სახიფათოა და ამას არავინ უარყოფს - უნდა დავიცვათ ყველანაირი რეკომენდაციები, მაგრამ არსებობს ზომიერების ფარგლები. 4-5 თვის წინ გაერომ ტყუილად არ გაავრცელა საგანგებო გადაწყვეტილება მთავრობებისადმი, სადაც მკაფიოდ ეწერა: "მოვუწოდებთ სახელმწიფოთა მთავრობებს და მეთაურებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კოვიდ ეპიდემიის თემა ძალაუფლების განსამტკიცებლად, ხელისუფლების უზურპაციისთვის, არჩევნების გაყალბებისთვისა და სხვადასხვა ტიპის მანევრირებისთვის". როდესაც გაერო ასეთ მიმართვას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ხედავენ საფრთხეს. როდესაც ყველაფერი ჩაკეტეს და დიდი წნეხი იყო, ჩვენ ვამბობდით, რომ მაშინაც აუცილებელი იყო ზომიერების დაცვა და უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა? დღეს გვირტყამს ის ზარალი, რაც მაშინ მივიღეთ. მე ვხედავ, რომ კოვიდ ეპიდემიის ამ თემას "ქართული ოცნება" ძალიან ოსტატურად იყენებს. ხელისუფლება თვითონ კი არ ლაპარაკობს - ექიმებს ალაპარაკებს. დღეს, ამ მოცემულობაში, როცა ამბობენ, რომ არჩევნები არ გადაიდება, როგორ ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას? ან რა ტიპის არჩევნები გვაქვს? ან კომისიის წევრებმა როგორ უნდა იმუშაონ? ან ხმის მიცემის პროცესი როგორ იქნება? ჩნდება უამრავი პრობლემა, რომელიც არა ჩვენს, არამედ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ეს პროცესები ეხმარება ხელისუფლებას. ხაზს კიდევ ერთხელ ვუსვამ - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველა წესისა და უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ ეხლა მთავარი ამოცანაა, რომ ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, შემოვხაზოთ ნომერი 8 და მხარი დავუჭიროთ "პატრიოტთა ალიანსს"! ჩვენ ტყუილად არ გვაქვს ლოზუნგი - "ჩვენი გამარჯვება - შენი გამარჯვებაა, შენი გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)