|
2020-10-18 20:37:02, 4144 ნახვა
ნიკა მელია - რადგანაც ქვეყანაში კორონავირუსი არის ივანიშვილს ვერ გავუხანგრძლივებთ ძალაუფლებას
„რადგანაც ქვეყანაში კორონავირუსი არის ივანიშვილს ვერ გავუხანგრძლივებთ ძალაუფლებას“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ექსპრესნიუსთან“ განაცხდა. მან ასევე აღნიშან, რომ ბათუმში დაანონსებულ აქციაზე ხალხი თავისი ნებით მივიდა და რაოდენობამ მათ მოლოდინსაც გადააჭარბა. „საარჩევნო პროცესი გულისხმობს ხალხის აქტიურობასა და მობილიზაციას 31 ოქტომბრისთვის. ბევრი რამ დევს სასწორზე, 31 ოქტომბრის არჩევნებით განისაზღვრება მომდვენო 10-15 წლის ბედი. როდესაც შეხვედრაზე მოდის იმაზე მეტი ადამინაი ვიდრე ელოდები, ბუნებრივია მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ გადაზღვეული ზომებიც კი. არჩვენები და საარჩევნო კამპანია ხალხთან პირადი კომუნიკაციის გარეშე გამორიცხულია. ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიას სურს ბიუროკრატიის ფონზე გავიდეს და ოპოზიციას აეკრძალოს ხალხთან ურთიერთობა? გამორიცხულია, აბა გამოვიდეს ივანიშვილის გუნდი და შეკრიბოს თუნდაც 5 ან 6 ათასი ადამიანი. დაანონსებული იყო აქცია და ყველა თავისი ნებით მოვიდა, არავინ ძალით არ მოგვყავს, თანაც იმაზე მეტი ვიდრე გვეგონა. გასაგებია, ყოველთვის შეიძლება უკეთესად, ყოველთვის შეიძლება უფრო იდეალური იყოს ამ ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ უფრო დიდი გამოწვევაა, როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და რადგანაც კორონავირუსი არის ქვეყანაში ივანიშვილს ვერ გავუხანგრძლივებთ ძალაუფლებას. ჩვენ თავებს მოვთხოვოთ მეტი მობილიზება, რომ ვატაროთ პირბადე, ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას. არჩევნებამდე 10 შეხვედრაა დაგეგმილი და ჩვენ ამ ხალთან შეხვედრაზე უარს ვერ ვიტყვით, ეს ხალხი დაამარცხებს ბიძინა ივანიშვლის ხელისუფლებას, ხოლო ახალი არჩეული ხელისუფება დაამარცხებს ვირუსს, დარწმუნებული ვარ“ , - განაცხადა ნიკა მელია.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)