04:44 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 12:35:51, 1069 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი 77 წლის ქალბატონია, მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ

ბათუმის რეპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი 77 წლის ქალი იყო.

მისივე თქმით, მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, რის გამოც დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

„სამწუხაროდ გარდაიცვალა ორი პაციენტი. ესენი არიან 77 წლის ქალბატონები. შემოსვლისთანავე მათი მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდათ ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა მწვავე და რესპირაციული დისტრესინდრომი. პაციენტებს აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებულება. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტების მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics