|
2020-10-17 12:19:28, 848 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 18 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას. ჩატარებული სამუშაოები შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 287 777 მლნ ლარია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)