|
2020-10-17 11:42:11, 836 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა თემაზე „ცირკულარული ეკონომიკის მომსახურება - გლობალური გადასვლის შესაძლებლობა საერთაშორისო ვაჭრობის გზით“ ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებითა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მიზანი ცირკულარული ეკონომიკის ახალ და ინოვაციურ მომსახურებაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასასვლელად მოლაპარაკებების ხელშეწყობა იყო, რაც მომავალში ახალი სამუშაო ადგილებისა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფას წაახალისებს. „მნიშვნელოვანია, რომ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკამ და სავაჭრო პოლიტიკამ ერთმანეთის ურთიერთწახალისება უზრუნველყოს. იმის მიუხედავად, რომ ცირკულარული ეკონომიკისკენ სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში პირველადი და მეორადი მასალების, ნარჩენების იმპორტისა და ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, ეს პროცესი მომსახურებით ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - განაცხადა გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოდელის დანერგვაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი მოდელი ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას, ეკოსისტემების მდგრადობას ემსახურება და გაეროს მიერ განსაზღვრულ მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს. ფონდმა „Sitra“ და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISD), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საპილოტე კვლევა ჩაატარეს, თუ როგორ ხდება ცირკულარული ეკონომიკის ხელშემწყობი მომსახურების გაყიდვა საზღვრებს გარეთ და როგორ შეიძლება ამ ბიზნესისა და მისი საერთაშორისო გავრცელების ხელშეწყობა. ონლაინ შეხვედრას ფონდის „Sitra” და ცირკულარული ეკონომიკის წარმომადგენელი მალენა სელი, ლინდსტრომის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ანა-კაისა ჰუტუნენი, ფონდოს „Sitra” კლიმატისა და ბუნების გადაწყვეტილებების წამყვანი სპეციალისტი საარა ტამინენი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ვაჭრობის ექსპერტი ალის ტიპინგი, აღმასრულებელი დირექტორი იოსტ დეკლუივერი, OECD-ის ვაჭრობისა და გარემოს პოლიტიკის ანალიტიკოსი შუნტა იამაგუჩი, Business Europe მრჩეველი ლეონ დე გრაფი, ევროკომისიის ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი მადლენ ტუინინგა და ევროპული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის გლობალური გამოწვევებისა და SDG პროგრამის ხელმძღვანელი მარიან კეტუნენი ესწრებოდნენ.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)