|
2020-10-14 23:29:18, 733 ნახვა
კომენტარი
ცერცვაძე - ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა
„ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“ , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პლაზმის გადასხმის შედეგი საკმაოდ ეფექტურია და ამ ხერხით პაციენტების გადარჩენა შეიძლება. „დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფებთან, რომლებიც შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყვნენ და ყველა მათგანი გადარჩა. გვეკითხებიან, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ, თუ ასეთი ეფექტურია - ეს არ არის მონოპოლური ანტისხეულები, მაგრამ სანამ ისინი არ გვექნება, გარკვეულწილად შეიძლება გამოვიყენოთ. დონორები არ გვყავს. არ მოდიან. მინდა, მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“ , – განაცხადა ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)