|
2020-10-14 14:40:59, 585 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინური ძალები ერთ სულ და ხორც არიან
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ე.წ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინური ძალები ერთ სულ და ხორც არიან. ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი სამარცხვინოა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება. „ამ რეჟიმის სტანდარტებითაც კი, ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო შემთხვევა, როცა ორი უდანაშაულო და პატრიოტი ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდნენ და ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, არიან უკანონოდ ციხეში და მხოლოდ იმისთვის, რომ აგორდეს ბინძური კამპანია ოპოზიციის დემონიზებისთვის, შავ-თეთრი სურათის ჩვენებისთვის, პოლარიზებისთვის. ეს ხდება პირდაპირ პროპუტინური ჯგუფების, ბიზნესმენების და სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენებით. ძალიან მკაფიო მაგალითი გვაქვს, როცა ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინური ძალები ერთ სულ და ერთ ხორც არიან - არ ერიდებიან არაფერს, მათთვის ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს“, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)