14:41 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 13:41:54, 501 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ანდრიუს კუბილიუსის კომენტარი, რომ დავით-გარეჯის თემა სასაცილოა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

ანდრიუს კუბილიუსის კომენტარი, რომ დავით-გარეჯის თემა სასაცილოა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე იმედონებს, რომ ანდრიუს კუბილიუსი გაკეთებულ კომენტარზე განმარტებებს გააკეთებს.

„მინდა გამოვეხმაურო კუბილიუსის განცხადებას, მან თქვა, რომ დავით-გარეჯის თემა, რომელიც დღეს საინტერესოა საზოგადოებისთვის, სასაცილოა, ჩვენთვის დავით-გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ესეთი დამოკიდებულებით, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, დავით-გარეჯი არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენ იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, კატეგორიულად მიღებელია და როდესაც გვექნება ჩვენ მომდევნო შეხვედრები, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ და იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics