|
2020-10-14 11:09:07, 507 ნახვა
ომი უკრაინაში
The Lancet: აშშ-ში მცხოვრებმა კორონავირუსით ხელახალი ინფიცირება უფრო მძიმედ გადაიტანა, ვიდრე პირველი
სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტმა“ აღწერა აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების განმეორებითი შემთხვევა. აღწერაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსით ხელახალი ინფიცირება პაციენტმა უფრო მძიმედ გადაიტანა, ვიდრე პირველი. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ხელახალი შემთხვევა აგვისტოს ბოლოს გამოვლიდა. ნავადაში მცხოვრებ 25 წლის ბიჭს, რომელსაც არ ჰქონდა იმუნური დაავადებები, 18 აპრილს პი-სი-არ ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კარანტინის პერიოდში გამოჯანმრთელა და მიიღო ორი უარყოფითი პასუხი განსხვავებულ დროში, 48 დღის შემდეგ კი, პაციენტის ტესტის პასუხები კვლავ დადებითი იყო. ლანცეტის მონაცემებით, ორი თვის მონაკვეთში პაციენტი ინფიცირებული იყო ორი განსხვავებული სახის კოვიდ19-ით. „შეშფოთებას იწვევს ის, რომ განმეორებითი ინფიცირება სარს-კოვ-2-ით მივიდა ბევრად უფრო მძიმე დაავადებამდე, ვიდრე პირველი ინფექცია, შედეგად დადგა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)