|
2020-10-13 14:42:55, 6133 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის სათნოების სახლში კორონავირუსი კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა
ბათუმის სათნოების სახლში კორონავირუსი კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა, - ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია. ამასთანავე, როგორც პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, კოვიდ19, ჯამში, მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. „მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ სასტუმროებში გადიოდნენ. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს. ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია. ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)