|
2015-01-29 09:41:51, 1771 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ლარის გაუფასურება გლობალური პროცესის ნაწილია
ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურების ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოვლენა გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და გლობალური პროცესის ნაწილია, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მაგალითად კონკრეტული ქვეყნების ვალუტები დაასახელა, რომლებიც გაუფასურდა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარების პროცესის ნაწილია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. „საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტისა და ქართული წარმოების წახალისების მიზნით. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია იყოს კონტროლის ქვეშ. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა, ხოლო ეროვნულ ბანკს სთხოვა, დროულად მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)