|
2020-10-12 18:36:50, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კვლავ კოვიდკლინიკის სტატუსი ექნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, კლინიკა სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით ერთვება კორონავირუსთან ბრძოლაში. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს. მოგეხენებათ, ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკის ცენტრად და შემდეგ გადავკეთდით. მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. იცით, რომ გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია. ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)