|
2020-10-12 14:36:30, 542 ნახვა
ეკონომიკა
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილია ექსპორტირებული
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 2 195 ტონით (54%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.1 მლნ აშშ დოლარით (63%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1 989 ტონა), იტალიაში (1 098 ტონა), ჩეხეთში (382 ტონა), პოლონეთში (210 ტონა), ბულგარეთში (176 ტონა), საფრანგეთში (169 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (161 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (44 ტონა), ლატვიაში (43 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), სლოვაკეთსა (15 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (326 ტონა), ბელარუსი (153 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (98 ტონა), კანადა (64 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბურმა ღონისძიებების შედეგია.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)