|
2020-10-12 14:08:59, 714 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა
აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს. მიმდინარე სამუშაოები ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარაში არსებული ყველა უკანონო, გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელი დაიხურება. „ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გვექნება ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ეკოლოგია ბათუმელებისთვის, აჭარის რეგიონის მცხოვრებლებისთვის"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტის ფარგლებში ადგილზე თბოელექტროსადგურის განთავსდება. პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს. ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)