01:39 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 20:28:41, 692 ნახვა

სამართალი
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დატოვა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მიიღო. 

ლაშა მახარაძის დედის ნინო დიდებულიძის განცხადებით, მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და მას ამ  გადაწყვეტილების მოლოდინიც ჰქონდა. 

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია.
ოჯახის წევრების თქმით, თუ კი გიგი უგულავა გაათავისუფლეს, ოქროპირიძის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს.

9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს.

ამ ბრალდებაზე  ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა.

შეგახსენებთ, ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics