|
2020-10-09 15:28:55, 670 ნახვა
კომენტარი
კობახიძე დავით-გარეჯის საქმეზე - ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მაღალი რანგის თანამდებობის პირია
ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მაღალი რანგის თანამდებობის პირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში მნიშვნელოვანია გაირკვეს ვის ეკისრება მაღალ დონეზე პასუხისმგებლობა. „თუ აქ სახეზეა დანაშაული, ამ დანაშაულს სჭირდებოდა მომზადება და შემდეგ აღსრულება. აღსრულებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ თუ დანაშაული არსებობს, არა დაბალ დონეზე დარჩეს პასუხისმგებლობა, არამედ მთავარი პასუხისმგებელი ბუნებრივია, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გაირკვეს ვის ეკისრება მაღალ დონეზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)