|
2020-10-09 13:17:09, 696 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ეპიდემია სტაბილურად იმართება, რაზეც ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება მეტყველებს
აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდგომ რეგიონში შექმნილ ეპიდ-ვითარებასთან და შემთხვევათა კლების დინამიკასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა. ,,ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს, და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000 ზე მეტი ტესტი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით პირველ რიგში განიხილება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)