|
2020-10-08 17:57:15, 715 ნახვა
რეგიონი
თამაზ ტატანაშვილი და დავით ლეონიძე იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წარმატებულ სტუდენტებს დამსახურებული სტიპენდია მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. 2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისთვის დააწესა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია. შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი დაღუპული გმირის ხსოვნას. სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს არამარტო სტიპენდიისთვის, არამედ საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნების ყოველწლიური ჯილდოსთვის. გამოითქვა სურვილი ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეზე 20 დეკემბერს - მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ერთობლივად მივიდნენ მის საფლავზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)