|
2020-10-07 13:31:38, 584 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ბევრჯერ მითქვამს ოპონენტებისთვის, წიგნი წაიკითხეთ, კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით
როდესაც ვაიექსპერტები, თავიანთ საქმეში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა არჩევნების წინ პოლიტიკურად დააკონვერტირონ, სრულიად მიუღებელია, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საწოლფონდისთვის გამოყოფილი 48 მლნ ლარით ახალი საავადმყოფო აშენებულიყო, როგორც ამას ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ. პრემიერმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთი საავადმყოფოს აშენება, ხუთი ათასი საწოლით, ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჯდება. „რომელმა ჯანდაცვის ან ეკონომიკის ექსპერტმა გითხრათ ასეთი სისულელე 48 მილიონზე? ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, საავადყოფო რომ ააშენო, ერთი საწოლი ადგილი ჯდება დაახლოებით 80 ათასიდან 120 ათას დოლარამდე. ქვეყანაში ხუთი ათასი საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით. ჯერ ერთი, ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს, მერე მეორე, მუდმივ მზაობაში უნდა გვყავდეს ხუთი ათასი საწოლი ადგილი ახალ წლამდე. ამ ტენდერში გადანაწილდება ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა და კიდევ სხვები. ხუთი ათასი საწოლფონდი გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაიზრდება, ახალ წლამდე დარეზერვებული გვქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საწოლადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა კლინიკამ ეს ადგილები თავისუფლად უნდა შეინახოს ახალ წლამდე. მეტსაც გეტყვით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, დამატებით ხუთი ათას ადგილზეც მოგვიწევს გამოცხადება, შემდგომ შეიძლება უფრო ნაკლებზე, ეს მუდმივი პროცესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)