|
2020-10-07 11:50:07, 559 ნახვა
მსოფლიო
DRI: „სტრატეგია აღმაშენებლის“აქტივისტთა კარვების დემონტაჟი, დემონსტრანტთა უფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს
DRI ეხმაურება 5 ოქტომბერს თბილისის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიე გამართულ აქციაზე დემონსტრატთა კარვების დაშლას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“აქტივისტთა კარვების დემონტაჟი დემონსტრანტთა უფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს. „სამართალდამცავებმა აქციის მიმდინარეობისას ძალის გამოყენებით დაშალეს აქტივისტების მიერ აგებული მსუბუქი კონსტრუქციის კარვები. კარვების განთავსების გამო მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარტია 1000 ლარით დააჯარიმა. კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია პირის უფლება, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა კი არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებითაც შეიძლება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის მიერ დემონსტრანტთა კარვების დემონტაჟი და მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმა წარმოადგენს დაუსაბუთებელ ჩარევას დემონსტრანტთა გამოხატვისა და შეკრების უფლებაში და უკანონოდ ზღუდავს აქციის მონაწილეთა უფლებას, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ აზრი იმ ფორმით, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ და რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს“, - განაცხადეს DRI-ში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)