01:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 14:51:44, 747 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საელჩო საქართველოში - სიცრუეა, რომ საქართველო უარს ამბობს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გაშვებაზე

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო უარს ამბობს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გაშვებაზე, რეალობას არ შეესაბამება, - აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში სომხეთის საელჩომ საქართველოში გაავრცელა.

„საწაისა და ჰუმანიტარული დახმარების ტრანსფერზე პრობლემა არ არის“, - წერია განცხადებათი.

მათივე ცნობით, სომხეთის საელჩო საქართველოში ინარჩუნებს მუდმივ ურთიერთობებს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

ამასთანავე, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, სატრანზიტო პრობლემის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ სომხეთის საელჩოს საქართველოში.

„საქართველოს მასშტაბით ტრანზიტის პრობლემის შექმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სომხეთის საელჩოს, რათა სწრაფად გადაიჭრას საკითხი“, - წერია განცხადებაში.

სომხეთის საელჩო საქართველოში მოუწოდებს ყველას არ წაახალისონ დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics