|
2020-10-06 11:47:12, 975 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი პეტერ სატანოს განცხადებაზე - ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი, საქართველოს სასამართლოსადმი ნდობის ფაქტორი მაღალია
ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია, თუმცა გარკვეული ნიუანსები ვენეციის კომისიასთანაა განსახილველი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს სასამართლოს ბევრ ევროპულ ქვეყანაზე მაღალი რეიტინგი აქვს. „ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს უჩვენებს, როდესაც რეიტინგები ქვეყნდება. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ იქ რაღაც საკითხები მოსაგვარებელია, ალბათ, ვენეციის კომისიასთან მეტი კონსულტაცია გვექნება. სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია და ჩვენს სასამართლოსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. გარკვეული სამართლებრივი ნიუანსებია, რასაც ალბათ, განმარტავენ ჩვენი შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები. არის რაღაც გარკვეული ნიუანსები, რომელიც განსახილველია დამატებით ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)