|
2020-10-06 11:34:37, 538 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ოზურგეთში ვარდების სათბური აშენდა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბურში დარგულია 8000 ძირი ვარდი. მისი რეალიზაცია ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს სანერგე მეურნეობის განვითარებაზე. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 210,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ამჟამად საქმიანობაში 7 ადამიანია ჩართული. „საქართველოს ბანკი სხვადასხვა დარგის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნით ავითარებენ საქართველოს ეკონომიკას და ქმნიან მეტ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბური აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობის განვითარებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში ყველა დასაქმებულს. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ადგილობრივ პროექტებს”, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)