|
2020-10-05 19:34:51, 1387 ნახვა
ეკონომიკა
რა რისკებს აზღვევს D1 ავტოდაზღვევა
ავტომობილის დაზღვევა ყველა მძღოლისთვის აუცილებელი და თანაც, ძალიან კომფორტული სადაზღვევო სერვისია. ნამდვილად სასიამოვნოა მანქანის მართვა თუ იცით, რომ ყველანაირი რისკი წინასწარ გათვლილი და დაზღვეულია. თუმცა მძღოლების უმეტესობას უმთავრესი საფრთხე - ავტოსაგზაო შემთხვევა ყველაზე მეტად აშინებთ. ავარია ის რისკია, რომლის დროსაც ჩვენი ავტომობილის გარდა, შესაძლოა სხვისი ქონება ან ჯანმრთელობა დავაზიანოთ. ეს კი მოულოდნელი ფინანსური ზიანის მომტანია, რომლის თავიდან არიდებაც მარტივად - D1 ავტოდაზღვევის შეძენითაა შესაძლებელი. თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ თქვენი ავტომობილი მხოლოდ ერთი კონკრეტული რისკისგან - ავტოავარიისგან დააზღვიოთ. დააზიანებთ საკუთარ ავტომობილს; D1 ნაკრების შესაძენად პირობები მარტივია - თუ თქვენ 25 წლის ან მეტის ხართ, ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით იყენებთ, გაქვთ მართვის 1 წლიანი გამოცდილება და, ამავე დროს, თქვენი მანქანა 2000 წელს ზემოთაა გამოშვებული, მაშინ ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, რომელიც D1 ავტოდაზღვევის შესაძენადაა საჭირო. სად შევიძინოთ ნაკრები D1თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე D1 ნაკრების შესაძენად სულ 5 წუთი დაგჭირდებათ - ამისათვის უნდა შეავსოთ ეკრანზე მოცემული გრაფები, შეიყვანოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია და დასაზღვევი ავტომობილის მონაცემები. პოლისის საბოლოოდ გასააქტიურებლად, ასევე საჭიროა სადაზღვევო კომპანიას მიაწოდოთ ავტომობილის სურათები, თუმცა ამისათვის ადგილზე მისვლა საჭირო არ არის. საკმარისია თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები ყველაზე მეგობულ ჩათ-ბოტს - ბი ბოტს გაუგზავნოთ და ამით ნაკრების შეძენის პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივოთ. D1 ავტოდაზღვევა მოქმედებს 1 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ შეგიძლიათ ნაკრების შეძენისას უფლებამოსილი მძღოლების გრაფაში მიუთითოთ ოჯახის ის წევრებიც, რომლებიც თქვენს ავტომობილს მართავენ. სადაზღვევო პირობები სრულად გავრცელდება მათზეც, რაც ამ ნაკრების კიდევ ერთი უპირატესობაა. სადაზღვევო პირობების სრულად გასაცნობად და ნაკრების შესაძენად ეწვიეთ ბმულს -tbcinsurance.ge. თიბისი დაზღვევა უფრთხილდება თქვენს დროს და მაქსიმალურად გიმარტივებთ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას. მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმაზე შეიძინოს სხვადასხვა სახის სადაზღვევო ნაკრები, გადაიხადოს ყოველთვიური პრემია და ამავე სივრცეში მოითხოვოს ანაზღაურება. ავტომფლობელებისთვის კი არჩევანი მრავალფეროვანია - შეარჩიეთ თქვენზე მორგებული ნაკრები - D1 დაზღვევა, ავტომინი, მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა ან სრული ავტოდაზღვევა და დააზღვით მხოლოდ ის რისკები, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)