17:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 19:04:09, 533 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ აზრდება

„ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს, მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის", - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში არის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში  გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში  გაიზარდა  შრომის ანაზღაურება, ის მატება რომლზეც საუბარია სწორედ, მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში.  გარდა ამისა, შეფასებები იყო, თითქოს, მომდევნო წელს თანხებია გათვალისწინებული მიმდინარე წელს აღებული ვალების გადასახდელად. ესეც არ არის რეალობა, ვინაიდან ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics