15:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 16:05:47, 611 ნახვა

კომენტარი
მიქაბაძე - მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგშია აღიარებული

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ახალი კვლევის თანახმად, საქართველო, „კორუფციის კონტროლის" რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ ოცეულში უკვე მესამე წელია, სახელდება და სარეიტინგო ქულებით უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას, მათ შორის, ესპანეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას და ხორვატიას. ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი უპირობო ლიდერია რეგიონში.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ანგარიში ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას და მათ მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა რეიტინგებს. ასევე მონაცემების წყაროა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებული მოსაზრებები და შეფასებები.

„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ და სხვა ინდიკატორებში მიღებული წარმატებული შეფასება, რადგან ის ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებეული რეფორმები არაერთ ავტორიტეტული კვლევასა და რეიტინგშია აღიარებული“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics