|
2020-10-05 15:48:08, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 54-ე პაციენტი 87 წლის იყო - ის ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 54-ე პაციენტი 87 წლის იყო - ის ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ მკურნალობდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ტარიელ კუხიანიძის იფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა. „მას ჰქონდა ფილტვების მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში. მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. თავიდანვე კრიტიკული მდგომარეობა იყო, დადასტურდა კოვიდინფექცია. გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის. მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება: გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო. მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში“, – აცხადებს ტარიელ კუხიანიძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)