|
2020-10-05 14:42:23, 508 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით გორში, სოფელ ტყვიავში ვენახი გაშენდა. სარწყავ-საირიგაციო სისტემა კი წვეთოვანი გაყვანილობით აღიჭურვა. კომპანია „ალექსანდრე ვენახმა“ 14.7 ჰა-ს ტერიტორიაზე, 50 000 ძირი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში- „შავკაპიტო“ 12.3 ჰა- ზე გააშენა. ამჟამად ვაზის ზრდის პროცესი მიმდინარეობს, 2021 წელს კი პირველი რთველი გაიმართება. მეწარმე სამომავლოდ როგორც ბოთლის, ასევე ქვევრის ღვინის წარმოებას გეგმავს. მოსავლის აღების პირველივე წელს 50 000 ცალი ბოთლის ღვინის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი. კომპანია წარმოებული ღვინის 90%-ის რეალიზაციას ექსპორტზე, კერძოდ კი ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 600,000 ლარს შეადგენს. ვენახის გაშენებისთვის საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 75,000 ლარს შადგენს. ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დასაქმებულია 15-20 ადამიანი. პროექტის ფარგლებში კი ჯამურად 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ არ ვჩერდებით, და ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. “ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)